Sunday, August 29, 2010

სიზმარი სიკვდილზე...



მე მოვკვდი. ეს გუშინ მოხდა... მართალია მხოლოდ სიზმარი იყო, მაგრამ გრძნობები ისეთი ნამდვილი, ისეთი რეალური რომ ახლაც ჟრუანტელი მივლის მისi გახსენებისას! მოკლედ თავიდან დავიწყებ, სახლში ვიყავი იმ სახლში სადაც მთელი ჩემი ბავშვობა გავატარე, და რომელიც უკვე აღარ არსებობს, ვიცოდი რომ უნდა მოვმკვდარიყავი, დედაჩემი უკვე აღარ იყო ცოცხალი მე კი მას ვხედავდი მისი ხმაც მესმოდა, ყველას გამოვემშვიდობე საწოლში ჩავწექი და სიკვდილს დაველოდე, მანაც არ დააყოვნა... უკანასკნელი ფიქრი, ბოლო განცდა კი ასეთი იყო მე გავიფიქრე " თურმე როგორი ყოფილა, სიკვდილიც დადგა" მერე იყო მტკივნეული ამოსუნთქვა ოღონდ არა ამქვეყნიური ტკივილი, ძლიერი კი არა უბრალოდ ძალიან უცხო ტკივილსაც ვერ დავარქმევ თითქოს სული შემეხუთა, ყველა ორგანო ერთდროულად გაჩერდა, და მე გარდავიცვალე.
ამის მერე ჩემს სიზმარში მოვლენები ცოტა არ იყოს არარეალურად განვითარდა, თუმცა რომ გამომეღვიძა სიცოცხლეს ჩავუფიქრდი, აქამდე არაერთხელ გამიფიქრია სიკვდილზე, რომ რა ბედნიერია ის ადამიანი ვინც ამ უმაღლეს საიდუმლოს ჩასწვდება, და რა სასაცილოები ვართ ჩვენ როცა მათ დავსტირით, გამოღვიძებულს კი ეს ფიქრები მიმავიწყდა, უბრალოდ სადღაც გაქრა და მე მივხვდი როგორ მიყვარს სიცოცხლე, რადგან ახლოდან დავინახე სიკვდილი, შევიგრძენი კიდეც, მერე რა რომ სიანმდვილეში მხოლოდ სიზმარი იყო და ალბათ სულ რამოდენიმე წამს გრძელდებოდა, ეს წამები ხომ მარადისბად იქცა!
კიდევ იყო ჩემს სიზმარში ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, მართალია უკვე მკვდარი მაგრამ მე ისევ ჩემს სახლში ვიყავი, დედაჩემს ვუთხარი, ჩემი აზრით არ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი, არსებობს მხოლოდ კარგი და ცუდი სამოთხეები მეთქი, მან მკითხა შენი აზრით რომელ მათგანში ხარო, მე კი ვუპასუხე საერთოდ არ მგონია თუ სამოთხეში ვარ მეთქი...
ამ ფრაზამ ყველაზე მეტად ჩამაფიქრა, აქამდე არსადროს მჯეროდა სიზმრების მაგრამ თურმე სწორედ იქ ვამბობთ იმას, რისი გაფიქრებაც კი გვეშინია რეალობაში! სანამ თავს ვიმტვრევტ იმის ამოსახსნელად თუ რა ხდება იმ ქვეყნად, ვერ ვამჩნევთ რომ სამოთხეში ვცხოვრობთ იმ სამოთხეში რომელიც ყველაზე დიდი საჩუქრია ღმერთისგან და რომელსაც დედაბუნება ჰქვია!
მე არ ვიცი რა მელის სიკვდილი მერე, მაგრამ ზუსტდ ვიცი რომ რაც შეიძლება დიდხანს მინდა დავრჩე ჩვენს სამოთხეში!

ამ ფიქრებში გართულს ჩემი მეგობრის ლექსი გამახსენდა რომელიც ზუსტად ესადაგება ჩემს განწყობას და არ შემიძლია თქვენც არ შემოგთავაზოთ:

მე მინდა დავდგე უფსკრულთან ჩუმად
და გადახტომაც გავბედო იქნებ
ცრუ შიშის გრძნობა დავკარგო სრულად
და თავი ქარის გიჟ ტალღებს მივცე
მესმის ჩემივე სუნთქვა გაბმულად
ვგრძნობ გული ისევ საშინლად მიცემს
უკვე ვხვდები რომ ვაზროვნებ რთულად
მსურს რომ ეს ღამე სულ ბოლოდ იქცეს!
და როცა მართლა დავდგები ჩუმად
და გადავხედავ უფსკრულში სივრცეს
ვხვდები! ცხოვრება საოცრად მიყვარს
შიში შემიპყრობს და უკან ვიხევ!
ალბათ ძალიან ხშირადაც თქმულა
სიკვდილი ვისში რა გრძნობას იწვევს
ჩემში სიკვდილზე ფიქრის დაწყება
მხოლოდ სიცოცხლეს მაყვარებს მყისვე!
ნინო ალხაზიშვილი.

Saturday, August 21, 2010

ჩემი სუკეთსო მეგობარი?



თქვენ ალბათ ყველას გყავთ მეგობრები მათ შორის სუკეთესოებიც, მეც ასე მეგონა სანამ ამ რამოდენიმე დღის წინ ჩემს "საუკეთესო დაქალს" არ ვკითხე შენი აზრით როგორი ვარ მეთქი? მან კი ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანის სახე დამიხატა,მაგრამ მე მას არ ვადანაშაულებ პირიქით ძალიან მიყვარს და მადლობასაც ვუხდი რადგან დამანახა თუ ვინ ვარ მე!
ამის მერე ჩემს თავს ჩავუფიქრდი და რამოდენიმე დღის წინ გავაცნობიერე რომ მყავს ამხანაგები და მეგობრები სიტყვა საუკეთესო კი აქ ყოვლად შეუსაბამოა, გავაცნობიერე რომ ძალიან,ვგულისხმობ ძალიან ხშირად ვუმალავდი ვცდილობდი დამემარხა ჩემს თავში ჭეშმარიტება, სანამ თავად არ მოვინდომე მისი ამოხსნა და დანახვა, და მე ჩემი საუკეთესო მეგობარი ვიპოვე! საუკეთესო რჩევებით, ნუგეშითა და გულისხმიერებით შეიარაღებული რათა მძიმე წუთებში თანამიგრძნოს მასთან არც ცრემლების შემრცხვება არც ფარული ოცნებების,თუნდაც ყოვლად შეუძლებელი იყოს ის მაინც მეტყვის რომ მიზნისკენ მყარი ნაბიჯით უნდა წავიდე არ შევუშინდე დაბრკოლებებს და წარმატებას აუცილებლად მივაღწევ რადგან ზუსტად იცის რა შემიძლია, ეს მეგობარი მე ვარ!
ამას წინათ ერთი წიგნი წავიკითხე ავტორი გმირზე წერდა რომ მას ყველაფერი ქონდა ცხოვრებაში ახლობლების, მეგობრების სიყვარული, ბედნიერება, ზოგჯერ უბედურებაც, მოკლედ ყველაფერი რომ ეცხვრა მხოლოდ ერთი პატარა დეტალი აკლდა ეს იყო სიგიჯე და მე გადავწყვიდე გავგიჯდე! უარი ვთქვა პერსპექტივაზე და მხოლოდ ჩემს ოცნებას მივყვე რადგან როგორც თავად ცხოვრება, ოცება და პიროვნების გზაც მხოლოდ ერთია, ჩემია და სხვას არ შევწირავ, რამდენი ხანი ვუმალავდი ამ ყველაფერს თავს, ვატყუებდი, მაგრამ შინაგან მეში ვერაფერი დაიმალება, პატარა ეჭვიც ხომ სულ თავს გვახსენებს და გამუდმებით ყვირის იქამდე სანამ მის სურვილს არ შევასრულებთ.
ვერავინ გაიგებს რა ხდება ადამიანის ცნობიერებაში,რა ტრიალებს მის სულში, რადგან ყველა ადამიანისთვის უპირველესი საკუთარი თავია და ზუსტად ამიტომ ვამბობ რომ მე მყავს საუკეთესო მეგობარი, და ის ყოველთვის ჩემს გვერდითაა როგორც ერთმა ჭკივიანმა ადამიანმა თქვა სარკეში ყოველთვის ყველაზე კარგ მეგობარს ვხედავთ!