Sunday, August 29, 2010

სიზმარი სიკვდილზე...



მე მოვკვდი. ეს გუშინ მოხდა... მართალია მხოლოდ სიზმარი იყო, მაგრამ გრძნობები ისეთი ნამდვილი, ისეთი რეალური რომ ახლაც ჟრუანტელი მივლის მისi გახსენებისას! მოკლედ თავიდან დავიწყებ, სახლში ვიყავი იმ სახლში სადაც მთელი ჩემი ბავშვობა გავატარე, და რომელიც უკვე აღარ არსებობს, ვიცოდი რომ უნდა მოვმკვდარიყავი, დედაჩემი უკვე აღარ იყო ცოცხალი მე კი მას ვხედავდი მისი ხმაც მესმოდა, ყველას გამოვემშვიდობე საწოლში ჩავწექი და სიკვდილს დაველოდე, მანაც არ დააყოვნა... უკანასკნელი ფიქრი, ბოლო განცდა კი ასეთი იყო მე გავიფიქრე " თურმე როგორი ყოფილა, სიკვდილიც დადგა" მერე იყო მტკივნეული ამოსუნთქვა ოღონდ არა ამქვეყნიური ტკივილი, ძლიერი კი არა უბრალოდ ძალიან უცხო ტკივილსაც ვერ დავარქმევ თითქოს სული შემეხუთა, ყველა ორგანო ერთდროულად გაჩერდა, და მე გარდავიცვალე.
ამის მერე ჩემს სიზმარში მოვლენები ცოტა არ იყოს არარეალურად განვითარდა, თუმცა რომ გამომეღვიძა სიცოცხლეს ჩავუფიქრდი, აქამდე არაერთხელ გამიფიქრია სიკვდილზე, რომ რა ბედნიერია ის ადამიანი ვინც ამ უმაღლეს საიდუმლოს ჩასწვდება, და რა სასაცილოები ვართ ჩვენ როცა მათ დავსტირით, გამოღვიძებულს კი ეს ფიქრები მიმავიწყდა, უბრალოდ სადღაც გაქრა და მე მივხვდი როგორ მიყვარს სიცოცხლე, რადგან ახლოდან დავინახე სიკვდილი, შევიგრძენი კიდეც, მერე რა რომ სიანმდვილეში მხოლოდ სიზმარი იყო და ალბათ სულ რამოდენიმე წამს გრძელდებოდა, ეს წამები ხომ მარადისბად იქცა!
კიდევ იყო ჩემს სიზმარში ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, მართალია უკვე მკვდარი მაგრამ მე ისევ ჩემს სახლში ვიყავი, დედაჩემს ვუთხარი, ჩემი აზრით არ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი, არსებობს მხოლოდ კარგი და ცუდი სამოთხეები მეთქი, მან მკითხა შენი აზრით რომელ მათგანში ხარო, მე კი ვუპასუხე საერთოდ არ მგონია თუ სამოთხეში ვარ მეთქი...
ამ ფრაზამ ყველაზე მეტად ჩამაფიქრა, აქამდე არსადროს მჯეროდა სიზმრების მაგრამ თურმე სწორედ იქ ვამბობთ იმას, რისი გაფიქრებაც კი გვეშინია რეალობაში! სანამ თავს ვიმტვრევტ იმის ამოსახსნელად თუ რა ხდება იმ ქვეყნად, ვერ ვამჩნევთ რომ სამოთხეში ვცხოვრობთ იმ სამოთხეში რომელიც ყველაზე დიდი საჩუქრია ღმერთისგან და რომელსაც დედაბუნება ჰქვია!
მე არ ვიცი რა მელის სიკვდილი მერე, მაგრამ ზუსტდ ვიცი რომ რაც შეიძლება დიდხანს მინდა დავრჩე ჩვენს სამოთხეში!

ამ ფიქრებში გართულს ჩემი მეგობრის ლექსი გამახსენდა რომელიც ზუსტად ესადაგება ჩემს განწყობას და არ შემიძლია თქვენც არ შემოგთავაზოთ:

მე მინდა დავდგე უფსკრულთან ჩუმად
და გადახტომაც გავბედო იქნებ
ცრუ შიშის გრძნობა დავკარგო სრულად
და თავი ქარის გიჟ ტალღებს მივცე
მესმის ჩემივე სუნთქვა გაბმულად
ვგრძნობ გული ისევ საშინლად მიცემს
უკვე ვხვდები რომ ვაზროვნებ რთულად
მსურს რომ ეს ღამე სულ ბოლოდ იქცეს!
და როცა მართლა დავდგები ჩუმად
და გადავხედავ უფსკრულში სივრცეს
ვხვდები! ცხოვრება საოცრად მიყვარს
შიში შემიპყრობს და უკან ვიხევ!
ალბათ ძალიან ხშირადაც თქმულა
სიკვდილი ვისში რა გრძნობას იწვევს
ჩემში სიკვდილზე ფიქრის დაწყება
მხოლოდ სიცოცხლეს მაყვარებს მყისვე!
ნინო ალხაზიშვილი.

Saturday, August 21, 2010

ჩემი სუკეთსო მეგობარი?



თქვენ ალბათ ყველას გყავთ მეგობრები მათ შორის სუკეთესოებიც, მეც ასე მეგონა სანამ ამ რამოდენიმე დღის წინ ჩემს "საუკეთესო დაქალს" არ ვკითხე შენი აზრით როგორი ვარ მეთქი? მან კი ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანის სახე დამიხატა,მაგრამ მე მას არ ვადანაშაულებ პირიქით ძალიან მიყვარს და მადლობასაც ვუხდი რადგან დამანახა თუ ვინ ვარ მე!
ამის მერე ჩემს თავს ჩავუფიქრდი და რამოდენიმე დღის წინ გავაცნობიერე რომ მყავს ამხანაგები და მეგობრები სიტყვა საუკეთესო კი აქ ყოვლად შეუსაბამოა, გავაცნობიერე რომ ძალიან,ვგულისხმობ ძალიან ხშირად ვუმალავდი ვცდილობდი დამემარხა ჩემს თავში ჭეშმარიტება, სანამ თავად არ მოვინდომე მისი ამოხსნა და დანახვა, და მე ჩემი საუკეთესო მეგობარი ვიპოვე! საუკეთესო რჩევებით, ნუგეშითა და გულისხმიერებით შეიარაღებული რათა მძიმე წუთებში თანამიგრძნოს მასთან არც ცრემლების შემრცხვება არც ფარული ოცნებების,თუნდაც ყოვლად შეუძლებელი იყოს ის მაინც მეტყვის რომ მიზნისკენ მყარი ნაბიჯით უნდა წავიდე არ შევუშინდე დაბრკოლებებს და წარმატებას აუცილებლად მივაღწევ რადგან ზუსტად იცის რა შემიძლია, ეს მეგობარი მე ვარ!
ამას წინათ ერთი წიგნი წავიკითხე ავტორი გმირზე წერდა რომ მას ყველაფერი ქონდა ცხოვრებაში ახლობლების, მეგობრების სიყვარული, ბედნიერება, ზოგჯერ უბედურებაც, მოკლედ ყველაფერი რომ ეცხვრა მხოლოდ ერთი პატარა დეტალი აკლდა ეს იყო სიგიჯე და მე გადავწყვიდე გავგიჯდე! უარი ვთქვა პერსპექტივაზე და მხოლოდ ჩემს ოცნებას მივყვე რადგან როგორც თავად ცხოვრება, ოცება და პიროვნების გზაც მხოლოდ ერთია, ჩემია და სხვას არ შევწირავ, რამდენი ხანი ვუმალავდი ამ ყველაფერს თავს, ვატყუებდი, მაგრამ შინაგან მეში ვერაფერი დაიმალება, პატარა ეჭვიც ხომ სულ თავს გვახსენებს და გამუდმებით ყვირის იქამდე სანამ მის სურვილს არ შევასრულებთ.
ვერავინ გაიგებს რა ხდება ადამიანის ცნობიერებაში,რა ტრიალებს მის სულში, რადგან ყველა ადამიანისთვის უპირველესი საკუთარი თავია და ზუსტად ამიტომ ვამბობ რომ მე მყავს საუკეთესო მეგობარი, და ის ყოველთვის ჩემს გვერდითაა როგორც ერთმა ჭკივიანმა ადამიანმა თქვა სარკეში ყოველთვის ყველაზე კარგ მეგობარს ვხედავთ!

Monday, April 19, 2010

ცხოვრება: ტყუილი ან რეალობა

თქვენ იტყუებით, მაშინ როდესაც სამსახურში, სკოლაში ან უნივერსიტეტში მიდიხართ.ეს ყოველდღე იმდენად ხ|შირად ხდება რომ თავადაც ვერ ასწრებთ შეამჩნიოთ! ხშირად დაგისვამთ საკუთარი თავისთვის კითხვა ვინ ვარ მე? ალბათ არცთუ ისე ხშირად,მაგრამ ასეც რომ არ იყოს პასუხი მსოფლიოს თითოეული მოსახლისთვის ერთი და იგივეა, თქვენ ხართ მონაწილე,მონაწილე სპექტაკლისა,როგორც შექსპირი იტყოდა მსახიობი იმ დიდ თეატრში რომელსაც ცხოვრება ჰქვია.კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიცრუისა და თამაშის ამ უკიდეგანო სამყაროში.
 დაფიქრებულხართ როგორ ცვლის ადამიანს ცხოვრება? მაგრამ ეს მიზეზია რადგან თვითონ გინდათ რომ შეიცვალოთ. თქვენ თავს აწონებთ გარშემომყოფებს, იმდენად იჭრებით თქვენს მიერ შექმნილი გმირის როლში რომ ისიც კი გავიწყდებათ ვინ ხართ სინამდვილეში, მაგრამ ყველას ცხოვრებაში დგება დრო როცა შინაგანი მე იწყებს ყვირილს უიჩნდება პროტესტის გრძნობა, უნდა იყვიროს ყველას გააგებინოს როგორია მაგრამ……… რა უშლის ხელს? მე გეტყვით რომ მისსივე შექმნილი სტერეოტიპი მისი გავლენა ცხოვრებაში იმდენად დიდია რომ აღარავინ გიცნობთ, და შესაბამისად თქვენი ნამდვილი ხასიათის გამოვლენა არბუნებრივად ეჩვენებათ! მთელი ცხოვრება სხვებს ამშვიდებდით ეუბნებოდით არ ინერვიულოთ, მაგრამ როცა თავად მოგინდათ ტირილი, მოგინდათ რომ, ვინმეს თქვენი ტკივილი გაეზიარებინა, პასუხად მიიღეთ: რა მოგივიდა? როგორ შეიცვალე? რა გჭირს? თქვენ გინდათ უთხრათ რომ არაფერიც არ გჭირთ და კი არ შეცვლილხართ სწორედ ასეთი ხართ, თქვენც ხომ გაქვთ უფლება იტიროთ, და როცა გინდათ ხმამაღლა იყვიროთ, მაგარამ ამის მაგივრად მიდიხართ და ბალისში ყვირით. 
ხშირად სწორედ ისეთ როლს ირჩევთ როგორიც გარშემომყოფთ მოეწონებით, უკეთესი ხომ არ არის თქვენი როლი ითამაშოთ? იქნებ ეს ის როლი აღმოჩნდეს რომელიც გაცილებით უფრო მოეწონება პუბლიკას! არსებობს ერთი გამოთქმა რომელიც ძალიან მომწონს: ”სხვების რჩევებს დაუკვირდი, საკუთარ აზრებს გაუფრთხილდი!”
აუცილებელია სხვისი რჩევა მოისმინო დაუფიქრდე მაგრამ ამ ფიქრში საკუთარი თავი არ უნდა დაკარგო. ! ადამიანი უნდა აკეთებდეს იმას რაც თავად მიაჩნია სწორად, თუნდაც საზოგადოების აზრი განსხვავებული იყოს, შესაძლოა სწორედ თქვენ ხართ მართალი, თუმცა ამას ვერ გაიგებთ სანამ არ გამოცდით, საბოლოოდ კი რომც შეცდეთ დარწმუნებული იქნებით რომ ეს თქვენი შეცდომაა, სჯობს საკუთარი ძალიან ბევრი შეცდომა გქონდეს ვიდრე მთელი ცხოვრება სხვისი შეხედულებით იცხოვრო.
”ნუ შეგეშინდებათ მცდარ გზაზე დადგომის
შესაძლოა ის ჭეშმარიტია!"
ეს იმდენად დიდი თემაა რომ აქ ნამდვილად ვერ მოვახერხე იმ მეასედის გადმოცემაც კი რაც მინდოდა მეთქვა,მაგრამ მიუხედავად ამისა თუკი ამ სტატიის წაკითხვის Dშემდეგ ერთ ადამიანს მაინც გაუჩნდა გრძნობა, რომ უაზრო თამაშსა და ტყუილს რეალობაში ცხოვრება სჯობს, მაშინ ვიფიქრებ რომ თავისი მისია მანაც შეასრულა და მეც.
მადლობთ ყურადღებისთვის!

Saturday, March 13, 2010

ნაცრისფერი ოცნებები

ნაცრისფერ ქალაქში, ნაცრისფერ ასფალტზე დავარდა ყვითელი ფოთოლი,წარმოიდგინეთ რა ლამაზია არა? თითქოს ,სიცოცხლის, რაღაც ახლის შემომტანია მაგრამ არა დიდი ხნით-მას ისევ ნაცრისფერი ფეხსაცმელი გადათელავს რა სიმბოლურია! ეს ხალხი იმდენად მიიჩქარის იმ საქმის საკეთებლად რომელიც ასე არ უყვართ რომ მზად არიან გზაზე ყველაფერი გადათელონ თუნდაც ეს რაღაც ცვლილების ახალი იმედის საწინდარი იყოს!



ხშირად გიოცნებიათ ბავშობაში? რაზე ოცნებობდით? გამხდარიყავით მსახიობი ან მომღერალი,კოსმონავტი ან მთასვლელი არ აქვს მნიშვნელობა მთავარია რამდენს აგიხდათ ეს ოცნება? აქ ალბათ ყველა ჩაფიქრდება,ბოლოს იტყვით რომ ოცნებები იცვლება შეხედულებებთან ერთად,მაგრამ შეიძლება რამე იყოს ბავშვის სურვილზე მის ფანტაზიაზე უფრო წმინდა და მართალი? ოცნებები არ იცვლება უბრალოდ ამქვეყნიური ყოფა, სურვილი სწრაფვა კოფორტისკენ გვაიძულებს უარი ვთქვათ იმ ერთადერთზე რაც გვინდა. ბოლო დროს ხშირად ვუფიქრდები ცხოვრებას,რა არის? რა მოაქვს და რისთვის ვცხოვრობთ? პასუხი კი არ მაქვს, არ ვიცი რა მინდა რისი გაკეთება უნდა მოვასწრო სიცოცხლეში მაგრამ ერთი ფაქტია რომ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ და ეს შანსი ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ! როდესაც ქუჩაში გავივლი მათხოვარს ან უსაუსახლკაროს დავინახავ ვფიქრობ მათაც ხომ ქონდათ ოცნებები,მათაც უნდოდათ უნაკლო მომავალი მაგრამ… რაც მთავარია მეშინია რომ მეც ესე არ მომივიდეს ბავშობაში ყველა ფიქრობს რომ წარმატებული ადამიანი გახდება, თუმცა მხოლოდ 30% აღწევს წარმატებას. რისი ბრალია? მე გეტყვით სწორედ იმისი რომ თქვენ უარი თქვით ოცნებაზე, როდესაც ადამიანს საკუთარი საქმე უყვარს ის მას ყველაზე კარგად აკეთებს და არც არასდროს ბეზრდება, ამიტომ შეასხით ფრთები გახადეთ თქვენი ოცნებები ფერადი, უბრალოდ დაისახეთ მიზანი და ყველაფერი გააკეთეთ რომ მას მიაღწიოთ. სუფთა მეცნიერული თვალით თუ შევხედავთ ამაში შეუძლებელი არაფერია, რადგან თვით აინშტაინიც კი ამბობდა: ”ყველაფერი რასაც ადამიანი წარმოადგენს, მისი ფიქრების შედეგია.” ალბათ ყველას გაგიგონიათ ამბავი ჯინზე რომელიც სურვილებს ასრულებს. სამყარო სწორედ ასეთ ჯინს ჰგავს ის ყველა ოცნებას გისრულებს მთავარია შანსი არ გაუშვათ ხელიდან რადგან როცა ცხოვება კარს ხურავს, ხელი კი არ უნდა ჩაიქნიოთ სხვა გასასვლელი უნდა ეძებოთ, რომელსაც ის აუცილებლად აღებს. 
დროა დაიწყოთ ოცნებების ახდენა! რადგან მხოლოდ ერთი შანსი გაქვთ და ეს შანსი ცხოვრებაა.