თქვენ იტყუებით, მაშინ როდესაც სამსახურში, სკოლაში ან უნივერსიტეტში მიდიხართ.ეს ყოველდღე იმდენად ხ|შირად ხდება რომ თავადაც ვერ ასწრებთ შეამჩნიოთ! ხშირად დაგისვამთ საკუთარი თავისთვის კითხვა ვინ ვარ მე? ალბათ არცთუ ისე ხშირად,მაგრამ ასეც რომ არ იყოს პასუხი მსოფლიოს თითოეული მოსახლისთვის ერთი და იგივეა, თქვენ ხართ მონაწილე,მონაწილე სპექტაკლისა,როგორც შექსპირი იტყოდა მსახიობი იმ დიდ თეატრში რომელსაც ცხოვრება ჰქვია.კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიცრუისა და თამაშის ამ უკიდეგანო სამყაროში.
დაფიქრებულხართ როგორ ცვლის ადამიანს ცხოვრება? მაგრამ ეს მიზეზია რადგან თვითონ გინდათ რომ შეიცვალოთ. თქვენ თავს აწონებთ გარშემომყოფებს, იმდენად იჭრებით თქვენს მიერ შექმნილი გმირის როლში რომ ისიც კი გავიწყდებათ ვინ ხართ სინამდვილეში, მაგრამ ყველას ცხოვრებაში დგება დრო როცა შინაგანი მე იწყებს ყვირილს უიჩნდება პროტესტის გრძნობა, უნდა იყვიროს ყველას გააგებინოს როგორია მაგრამ……… რა უშლის ხელს? მე გეტყვით რომ მისსივე შექმნილი სტერეოტიპი მისი გავლენა ცხოვრებაში იმდენად დიდია რომ აღარავინ გიცნობთ, და შესაბამისად თქვენი ნამდვილი ხასიათის გამოვლენა არბუნებრივად ეჩვენებათ! მთელი ცხოვრება სხვებს ამშვიდებდით ეუბნებოდით არ ინერვიულოთ, მაგრამ როცა თავად მოგინდათ ტირილი, მოგინდათ რომ, ვინმეს თქვენი ტკივილი გაეზიარებინა, პასუხად მიიღეთ: რა მოგივიდა? როგორ შეიცვალე? რა გჭირს? თქვენ გინდათ უთხრათ რომ არაფერიც არ გჭირთ და კი არ შეცვლილხართ სწორედ ასეთი ხართ, თქვენც ხომ გაქვთ უფლება იტიროთ, და როცა გინდათ ხმამაღლა იყვიროთ, მაგარამ ამის მაგივრად მიდიხართ და ბალისში ყვირით.
ხშირად სწორედ ისეთ როლს ირჩევთ როგორიც გარშემომყოფთ მოეწონებით, უკეთესი ხომ არ არის თქვენი როლი ითამაშოთ? იქნებ ეს ის როლი აღმოჩნდეს რომელიც გაცილებით უფრო მოეწონება პუბლიკას! არსებობს ერთი გამოთქმა რომელიც ძალიან მომწონს: ”სხვების რჩევებს დაუკვირდი, საკუთარ აზრებს გაუფრთხილდი!”
აუცილებელია სხვისი რჩევა მოისმინო დაუფიქრდე მაგრამ ამ ფიქრში საკუთარი თავი არ უნდა დაკარგო. ! ადამიანი უნდა აკეთებდეს იმას რაც თავად მიაჩნია სწორად, თუნდაც საზოგადოების აზრი განსხვავებული იყოს, შესაძლოა სწორედ თქვენ ხართ მართალი, თუმცა ამას ვერ გაიგებთ სანამ არ გამოცდით, საბოლოოდ კი რომც შეცდეთ დარწმუნებული იქნებით რომ ეს თქვენი შეცდომაა, სჯობს საკუთარი ძალიან ბევრი შეცდომა გქონდეს ვიდრე მთელი ცხოვრება სხვისი შეხედულებით იცხოვრო.
”ნუ შეგეშინდებათ მცდარ გზაზე დადგომის
შესაძლოა ის ჭეშმარიტია!"
ეს იმდენად დიდი თემაა რომ აქ ნამდვილად ვერ მოვახერხე იმ მეასედის გადმოცემაც კი რაც მინდოდა მეთქვა,მაგრამ მიუხედავად ამისა თუკი ამ სტატიის წაკითხვის Dშემდეგ ერთ ადამიანს მაინც გაუჩნდა გრძნობა, რომ უაზრო თამაშსა და ტყუილს რეალობაში ცხოვრება სჯობს, მაშინ ვიფიქრებ რომ თავისი მისია მანაც შეასრულა და მეც.
მადლობთ ყურადღებისთვის!
Monday, April 19, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)



0 comments:
Post a Comment